Робота для біженців з України
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Index | Wealth Management
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"Index | Wealth Management" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ: "Index | Wealth Management" 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ლიდებთან პირველადი კომუნიკაცია
** პოტენციური კლიენტებისთვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრის ჩანიშვნა
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო უფროსის დავალებების შესრულება

აუცილებელი უნარები:

** მსგავს ადგილას მუშაობის გამოცდილება; (ჩაითვლება უპირატესობად)
** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინფორმაციის სრულად გადაცემის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კორპორატიულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ);
** მეგობრულ გუნდს;
** განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე