Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერის თანაშემწე - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: ინოტერა
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
შპს "ინოტერა ჯორჯია წარმოადგენს" გერმანულ ბრენდ "ერსბლოს" საქართველოში.

ERBSLÖH Geisenheim GmbH 1964 წლიდან ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ინოვაციურ მიდგომებს, მაღალტექნოლოგიურ ინგრედიენტებსა და გადაწყვეტილებებს უზიარებს ღვინის, ლუდისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს.

"ინოტერა ჯორჯია"-ს მეშვეობით ქართველ მწარმოებლებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნედლეული ალკოჰოლური სასმელებისთვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. გურჯაანი, თავისუფლების ქ.80ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, (10-18 საათი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტებთან ან პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია
** ინვოისების მომზადება
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება/ატვირვა RS-ზე
** რეალიზაციები და გადახდების ატვირთვა სარეალიზაციო პროგრამა SBS-ში
** აწარმოოს სალაროს დოკუმენტაცია
** სალარო აპარატის და თანხების კონტროლი
** სალაროს რეალური და პროგრამული ნაშთების შედარება
** დებიტორების აღრიცხვა/კონტროლი
** კომპანიის კლიენტებთან ხელშეკრულებების აღრიცხვა /მონიტორინგი

საჭირო უნარები:

** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ: ფოსტაზე: a.gabedava@innoterra.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე