Робота для біженців з України
საბაჟო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Georgian Cargo
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"GEORGIAN CARGO" 2009 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს. ჩვენ ვეძებთ საბაჟო წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საბაჟო პროცედურების მართვაზე და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნადირა ხოშარაულის #3
სამუშაო გრაფიკი: რეისების მიხედვით, დასვენების დღეები განისაზღვრება სამუშაოს დატვირთვის შესაბამისად

მოვალეობები:

** რეისების მიღება და გაგზავნა მათი შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა (ექსპორტი/იმპორტი)
** მომხმარებლებისთვის საბაჟო მომსახურების გაწევა
** საბაჟო პროცედურების ეფექტურად წარმართვა
** ტვირთის გატანა და გადაზიდვის პროცესების კოორდინაცია
** კვირაში ერთხელ რეგიონში (ქუთაისი) ვიზიტი ამანათების მისატანად

მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია მექანიკა მარშუტკა)
** საბაჟო პროცედურებში გამოცდილება სასურველია
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი
** დამატებითი ანაზღაურება ნამუშევარი საათების შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: niniarchuadze929@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გახდი ჩვენი პროფესიონალი გუნდის ნაწილი!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე