Робота для біженців з України
იმპორტის დეპარტამენტის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: ნაზილბე+
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
შ.პ.ს "ნაზილბე ++" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო ადგილი: ბათუმი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა, ფასების მოკვლევა, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მისაღები ფასის შემთხვევაში შეკვეთის გაფორმება.
** გაფორმებული შეკვეთის ამსახველი ინვოისების დადასტურება.
** რეალიზაციისა და ნაშთების გათვალისწინებით, როგორც შეკვეთის გაკეთების საჭიროებების, ისე შესაკვეთი პროდუქციის რაოდენობის დადგენა.
** ლოჯისტიკური პროცესების მართვა - სატრანსპორტო კომპანიების მოძიება.
** საბაჟო პროცედურების მართვა, კერძოდ, ნებართვის აღება. საბაჟოზე წარსადგენი ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი ნებართვებისა და სერტიფიკატების წარდგენა.
** შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე საბაჟო დეკლარაციებისა და შესაბამისი ნებართვების წინასწარ ატვირთვა.
** იმპორტირებულ პროდუქციასთან დაკავშირებული თითოეული ხარჯის წარდგენა ბუღალტერიასთან.
** საქონლის ბარკოდების მიწოდება საოპერაციო დეპარტამენტისათვის.
** მომწოდებელ კომპანიებთან ანგარიშსწორების საკითხის კონტროლი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://crm.nazilbe.ge/vacancy/

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 24 24 74

ელფოსტა: hr@nazilbe.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე