Робота для біженців з України
Betsson Sport-ის ვიდეო მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Betsson Sport-ის ვიდეო მემონტაჟე
მომწოდებელი: Betsson Georgia
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"Betsson Georgia" ონლაინ თამაშების ბიზნეს ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების და სერვისების ფართო არჩევანის მიწოდება კომპანიის ძირითადი მიზანი და ფასეულობაა. კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო კი თანამშრომლებისა და ახალი შესაძლებლობების მაძიებლებისათვის დასაქმების საუკეთესო ადგილია.

ჩვენი კორპორატიული კულტურა გამორჩეულია თანასწორუფლებიანობით, გუნდურობით, მრავალფეროვნებით, ინიციატივებისა და კრეატიულობის წახალისებით, რომელიც ჩვენს სამ ძირითად ღირებულებაში აისახება: ერთიანი ბეთსონი, საქმის სიყვარული და სამართლიანი თამაში.

ამ ფასეულობების დამსახურებით, 2024 წელს "Betsson Georgia" "Top Employer Institute"-ს მიერ საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა და გლობალურ ტექ. ინდუსტრიაში Top Employer-ის სტატუსი მიენიჭა.

მეტი "Betsson Georgia"-ს შესახებ გაიგეთ ბმულზე

"Betsson Georgia" განაგრძობს ზრდას და ვეძებთ ახალ თანამშრომელს "Betsson Sport"-ის ვიდეო მემონტაჟეს პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** გადაცემებისა და სხვა ტიპის ვიდეოს სრული პოსტ-პროდაქშენი;
** ვიდეო მასალის დამუშავება, მონტაჟი, ხმის მასტერინგი, ფერის კორექცია;
** დასრულებული ვიდეოს შესაბამის ფორმატებზე მორგება და რენდერინგი;
** გრაფიკული რგოლების გახმოვანება;
** დასრულებული პროექტების დაარქივება;
** ვიდეოს გრაფიკული გაფორმება, როგორც გრაფიკოსთან და დიზაინერთან კოლაბორაციით, ასევე დამოუკიდებლად.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლისა;
** მონტაჟის პრინციპების (თეორიის) ცოდნა;
** ინტერესი და ცოდნა სპორტის მიმართ;
** Adobe Premiere Pro-ს სრულყოფილი ცოდნა;
** Adobe After Effects, Adobe Audition-ს ცოდნა;
** შემოქმედებითი ხედვა;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და სხვადასხვა რგოლებთან კოორდინაციის უნარი;
** მემონტაჟის კომპეტენციაში შემავალი კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება;
** მოქნილობა და სწრაფი ადაპტაციის უნარები;
** ესთეტიკისა და დეტალების მიმართ ყურადღება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 10 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი CV-ი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ვიდეო მემონტაჟე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე