Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661502&print=yes&view=jobs
 
ოფისის დაცვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის დაცვა
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"იორკ თაუერსი" არის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია საქართველოში. ის დაარსდა 2016 წელს და მალევე შეძლო საერთაშორისო ნდობის მოპოვება სამშენებლო სექტორში. კომპანიამ წარმატებით დაასრულა 20 უძრავი ქონების პროექტი და ამჟამად ახორციელებს 6 აქტიურ პროექტს.

კომპანია "იორკ თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის დაცვის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** სანდოობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** გამოცდილება დაცვის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** მორიგეობა: ყოველ მესამე დღეს, 24 საათიანი გრაფიკით;
** თვეში საშუალოდ 10 მორიგეობა;
** ანაზღაურება: 90 ლარი თითო მორიგეობაზე;

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიან და სტაბილურ დასაქმებას;
** კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@yorktowers.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 592 922920.

რეზიუმეს (CV) გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისთვის: თქვენი განაცხადის შეფასება, აღნიშნულ პოზიციაზე თქვენი შესაბამისობის განსაზღვრა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის მართვა. ეს მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ასევე გააუქმოთ თქვენი თანხმობა - რაც არ იმოქმედებს თანხმობის გაუქმებამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია