Робота для біженців з України
საწყობის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი თი სი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, შევჩენკოს #10

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შესვლის კონტროლი, უფლებამოსილი პირებისა და ვიზიტორების დაშვების კონტროლი;
** ოფისის ტერიტორიის რეგულარული პატრულირება უსაფრთხოების რისკების, არასანქცირებული შესვლისა და უსაფრთხოების საფრთხეების გამოვლენისთვის და პრევენციისთვის;
** უსაფრთხოების სიგნალებზე, ინციდენტებზე და საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება უსაფრთხოების პროტოკოლების მიხედვით;
** მუდმივად ყოფნა ოფისის ტერიტორიაზე რათა შეაჩეროს პოტენციური უსაფრთხოების დარღვევები ან არეულობები;
** თანამშრომლებისა და ვიზიტორების დახმარება, მათთვის მითითებების მიცემა და ოფისის უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვაზე ზრუნვა;
** ნებისმიერი უსაფრთხოების ინციდენტის, საეჭვო აქტივობის ან საფრთხის შესახებ ანგარიშის მომზადება და უსაფრთხოების ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კარების, ფანჯრებისა და შესასვლელების შემოწმება და დაკეტვა განსაზღვრულ დროს, რათა უზრუნველყოს ოფისის ტერიტორიის დაცულობა;
** საგანგებო ევაკუაციის პროცესების მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისა და ვიზიტორების გიდირება გამოყოფილი გასასვლელებისკენ;
** მუდმივად ოფისის უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდისა და ეფექტური რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ
ხელფასი ხელზე ასაღები - 700 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე