Робота для біженців з України
სერვისის ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სერვისის ოპერაციების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სერვისში მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა;
** ავტომობილების დარეგისტრირებისას განაცხადის გახსნა/დახურვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა;
** SAP ERP პროგრამაში VIN კოდებისა და მარკა-მოდელების შესაბამისობის გაწერა;
** ხანგრძლივი ვადის მქონე განაცხადების მონიტორინგი და დროულად დახურვის მხარდაჭერა;
** სერვისის საწყობისა და სამღებროს სახარჯი მასალების მონიტორინგი;
** მექანიკოსებზე გაწერილი მომსახურებების მონიტორინგი (ევაკუატორი, სახარჯი მასალა, პერსონალური მომსახურება, საწვავი, ადგილზე მომსახურება);
** ღია და ჩამოსაწერი განაცხადების ყოველკვირეული კონტროლი;
** ხანგრძლივვადიანი განაცხადების რეპორტი;
** განაცხადში არასწორად ჩამატებული მატერიალების რეპორტი;
** ფილიალების რეალიზაციის რეპორტი უბნებისა და მექანიკოსების მიხედვით;
** მომსახურების კატალოგებისა და ფასწარმოქმნის ოპტიმიზაცია;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office პროგრამების (Excel, Word, PPT) ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სერვისის მიმართულებით;
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1919

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე