დასახელება:
ტენდერი TikTok-ისა და პოდკასტების გადაღებაზე
|
მომწოდებელი:
DVV International
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
TikTok-ისა და პოდკასტების გადაღება - ცნობიერების ამაღლების კამპანია
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 26 აგვისტო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 სექტემბერი
გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში 2002 წლიდან საქმიანობს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის განვითარებას და წვლილი შეიტანოს სიღარიბის დაძლევაში, სოციალური პასუხისმგებლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაში, ახალგაზრდებისა და ზრდასრულთა განათლების გზით.
"DVV International" აცხადებს კონკურსს ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებაზე ზრდასრულთა განათლების (ALE) და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების (LLL) თემებზე.
კამპანიის მიზნებია:
** საზოგადოებისთვის უწყვეტი სწავლის ღირებულებისა და აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სწავლის წარმოჩენა როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი;
** სწავლის გავლენის ხაზგასმა როგორც ინდივიდის კეთილდღეობაზე, ისე ქვეყნის განვითარებაზე.
კამპანიამ უნდა დააფიქროს ადამიანები იმაზე, რომ სწავლა მნიშვნელოვანია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ზრდასრულ ასაკშიც.
2024 წელს DVV International საქართველოს ოფისმა განახორციელა კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა TikTok ვიდეოები და პოდკასტები.
2025 წლის კამპანიის ფარგლებში იგეგმება:
12 TikTok ვიდეოს და 10 პოდკასტის გადაღება და გამოქვეყნება სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალა უნდა წარმოაჩენდეს ALE-სა და LLL-ის მნიშვნელობას, ღირებულებებსა და სარგებელს, ასევე მის პრაქტიკულ გავლენას როგორც ინდივიდის კეთილდღეობაზე, ისე საზოგადოების და ქვეყნის განვითარებაზე.
მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა (Lifelong Learning) გულისხმობს განათლების მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. იგი მოიცავს როგორც პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას, ასევე პიროვნული ინტერესების გაღრმავებას. ეს პროცესი ხელს უწყობს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტეგრაციის გაძლიერებას. ზრდასრულთა განათლება კი მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებსა და პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება.
სავალდებულო დოკუმენტები:
** შეთავაზების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კამპანიის ჩატარების ხედვასა და სამუშაოს შესრულების ვადებს; დოკუმენტი უნდა იყოს დათარიღებული და ხელმოწერილი. კომპანიის შემთხვევაში, შეთავაზება ხელმოწერასთან ერთად უნდა იყოს ბეჭდით დამოწმებული;
** მომსახურების ბიუჯეტი (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) - დათარიღებული და ხელმოწერილი. კომპანიის შემთხვევაში, ბიუჯეტი ხელმოწერასთან ერთად უნდა იყოს ბეჭდით დამოწმებული;
** შემსრულებლის/შემსრულებელთა გუნდის წევრების CV;
** მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის ფოტო-ვიდეო მასალა.
გთხოვთ, შეთავაზებები გამოაგზავნოთ 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: matiashvili@dvv-international.ge.
ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: Campaign - TikTok and Podcast Videos
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|