Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661494&print=yes&view=jobs
 
კონკურსი ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებაზე
მომწოდებელი: DVV International
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 661494_Attachment_2959858.zip
გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში 2002 წლიდან საქმიანობს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის განვითარებას და წვლილი შეიტანოს სიღარიბის დაძლევაში, სოციალური პასუხისმგებლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაში, ახალგაზრდებისა და ზრდასრულთა განათლების გზით.

"DVV International" აცხადებს კონკურსს ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებაზე ზრდასრულთა განათლების (ALE) და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების (LLL) თემებზე.

კამპანიის მიზნებია:

** საზოგადოებისთვის უწყვეტი სწავლის ღირებულებისა და აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სწავლის წარმოჩენა როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი;
** სწავლის გავლენის ხაზგასმა როგორც ინდივიდის კეთილდღეობაზე, ისე ქვეყნის განვითარებაზე.

კამპანიამ უნდა დააფიქროს ადამიანები იმაზე, რომ სწავლა მნიშვნელოვანია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ზრდასრულ ასაკშიც.

2024 წელს DVV International საქართველოს ოფისმა განახორციელა კამპანია, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ჩართულობით შეიქმნა პოსტერები ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების შესახებ.

2025 წლის კამპანიის ფარგლებში იგეგმება:

** შემოქმედებითი პოსტერების შექმნა შთამაგონებელი სლოგანებითა და ვიზუალებით;
** მინიმუმ 10 პოსტერის შემუშავება, რომლებიც განთავსდება დიდ ქალაქებში საზოგადოებრივ სივრცეებში (ავტობუსის გაჩერებები, მუნიციპალური შენობები) და ფართო აუდიტორიას მიეწოდება.

მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა (Lifelong Learning) გულისხმობს განათლების მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. იგი მოიცავს როგორც პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას, ასევე პიროვნული ინტერესების გაღრმავებას. ეს პროცესი ხელს უწყობს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტეგრაციის გაძლიერებას. ზრდასრულთა განათლება კი მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს/კომპანიებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება საინფორმაციო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პოსტერების შექმნაში.

წარსადგენი დოკუმენტები:

** შეთავაზების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კამპანიის ჩატარების ხედვასა და სამუშაოს შესრულების ვადებს; დოკუმენტი უნდა იყოს დათარიღებული, ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
** მომსახურების ბიუჯეტი (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) - დათარიღებული, ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
** შემსრულებლის/შემსრულებელთა გუნდის წევრების CV;
** მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
** საბეჭდი ფაილის ტექნიკური პირობები იხილეთ დანართ N1-ში.

გთხოვთ, შეთავაზებები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: matiashvili@dvv-international.ge

ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: Campaign - Development of Posters

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია