დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ყვარლის ღვინის გვირაბი
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
"ყვარლის ღვინის გვირაბი" არის "მეღვინეობა ხარებას" უნიკალური სივრცე, სადაც მოსულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოს პრემიუმ ხარისხის ღვინო, დაათვალიერონ რეგიონში უნიკალური არქიტექტურის ღვინის მარანი, მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ თუ ეთნოგრაფიულ მასტერკლასებში და დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულო.
შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას "ყვარლის ღვინის გვირაბის" გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო ადგილი: თბილისი/ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტურისტულ კომპანიებთან კომუნიკაცია და ყვარლის ღვინის გვირაბის სერვისების შეთავაზება
** საქართველოში მოქმედ კომპანიებთან კომუნიკაცია და კორპორაციული ღონისძიებების შეთავაზება
** სამიზნე აუდიტორიებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების შეთავაზება და ორგანიზება;
** კულტურული ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და დაინტერესებულ აუდიტორიამდე ინფორმაციის მიტანა
** პოტენციურ პარტნიორებთან პირისპირ, ონლაინ ან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;
** საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება
** მარკეტინგის სამსახურთან თანამშრომლობით ცნობადობის ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანიების მოფიქრება-განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** ტურიზმის ინდუსტრიის საფუძვლიანი ცოდნა
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამებისა და სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა
** მარკეტინგის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარები
** ორგანიზებულობა
** დროის მენეჯმენტი
რა გელით ჩვენთან:
** საინტერესო გუნდი და სამუშაო გარემო
** დინამიკური და შემოქმედებითი საქმიანობა
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|