Робота для біженців з України
ტრანსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანია "ინფრაკონი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მძიმე ტექნიკის საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა მიმდინარე პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა;
** პარკირების და ტექ-დათვალიერების ვადების კონტროლი;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ახალი ტექნიკის ბაზარზე მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება;
** შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლების/ოპერატორების მოძიება და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან ერთად მათი შერჩევა სამომავლო თანამშრომლობისთვის;
** ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
** საწვავის გახარჯვის აღრიცხვის კონტროლი;
** ტექნიკის მასალების მოძიება და დაზიანების შემთხვევაში მისი დროული აღმოფხვრა;
** საწვავის მოწოდებისა და გაცემის კონტროლი
** გეგმური პროფილაქტიკური შემოწმებებისა და საჭიროებით გამოწვეული სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;

სავალდებულო მოთხოვნები:

** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების წაკითხვის და შეფასების ცოდნა;
** მართვის მოწმობა - B; C კატეგორია;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (MS Office - Word/Excel/Outlook);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელმისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტრანსპორტის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე