Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ინფრაკონ"-ს ესაჭიროება მთავარი ბუღალტერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური პროცესების სრულად მართვა
** ბუღალტრული გატარებების სწორად შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
** საგადასახადო დეკლარაციების დროული და ზუსტი მომზადება და წარდგენა
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა, კონტროლი და ანალიზი
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** ბიუჯეტის შედგენაში აქტიური მონაწილეობა და მიმდინარე მონიტორინგი
** მენეჯმენტისათვის საჭირო სპეციფიკური ფინანსური რეპორტების პერიოდულად მომზადება (მათ შორის ქეშფლოუ, ფინანსური პროგნოზები, deviation report-ები და სხვ.)
** თანამშრომლობა გარე აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და ბანკებთან
** კომპანიის ფინანსური პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ადგილობრივ კანონმდებლობასა და IFRS სტანდარტებთან
** შიდა ბუღალტრული პროცედურების განვითარება და ოპტიმიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში
** არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტრულ საქმიანობაში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე
** სამშენებლო და/ან დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საბუღალტრო პროგრამების (Orisi, FMG) ცოდნა — აუცილებელი
** IFRS სტანდარტების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა — ფინანსური მოდელირებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადების შესაძლებლობით
** დეტალებზე ორიენტირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** უცხო ენების (რუსული/ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დაგეგმარების უნარი;

სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.მისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " მთავარი ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე