Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661441&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00-18:00 სთ
სახელფასო განაკვეთი: ფიქსირებული 4000ლ (ნეტი) + კვარტალური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
** სამედიცინო დაწესებულების სიის მიხედვით სამუშაო ციკლის შედგენა, ვიზიტების დაგეგმვა;
** სამედიცინო წარმომადგენლების ვიზიტების დაგეგმვის და განხორციელების მონიტორინგი;
** ინდივიდუალური და ორმაგი, ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრეზენტაციის მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
** სამედიცინო წარმომადგენლების განვითარებაზე ზრუნვა და მათთვის ტრენინგის ჩატარება;
** სავიზიტო აქტივობის ხარისხის უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა;
** პერიოდული ბაზრის კვლევა;
** გაყიდვების ყოველკვირეული, ყოველთვიური და წლიური ანალიზი, რეპორტი და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის წინაშე პერიოდული რეპორტინგი განხორციელებულ სამუშაოებზე, გამოწვევებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
** უფროს სამედიცინო წარმომადგენლად ან სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამედიცინო მიმართულებით;
** აუცილებელია MS Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია