Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661430&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"Garderobe Group" (შპს "ვიქტორია 98") საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo .

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა: "ZEGNA" "HUGO" "BOSS" და "PAUL&SHARK".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მომსახურება და ჰოლდინგში შემავალი პროდუქციის წარდგენა/გაყიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან რეგულარული შეხვედრები, პროდუქციის პრეზენტაცია/შეთავაზება/კომერციული წინადადების წარდგენა;
** მომხმარებლებთან ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
** არსებულ და ახალ კორპორატიულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** 1 წლიანი გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ყურადღებიანი;
** პრეზენტაბელური

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია