Робота для біженців з України
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარში ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტის ცნობა.
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება:
** შიდა სტანდარტების შესრულება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი (Microsft Word, Excel)

სამუშაო განრიგი: ცვლაში მორიგეობა - ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით 2025 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე