დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
English Book Education
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
English Book Education 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მივეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.
English Book Education აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის (წიგნები) მიღება, დათვლა, საბუთებთან შედარება;
** საწყობში არსებული მარაგების აღწერა და კონტროლი;
** საწყობიდან პროდუქციის გაცემის/გატანის პროცესის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საწყობში სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება სასაწყობო მეურნეობაში;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწყობის თანამშრომელი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|