Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.ec.ge

"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ესკიზური პროექტების შექმნა - კონცეფციის დამუშავება და არქიტექტურული იდეების პრეზენტაცია.
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული მოთხოვნების გათვალისწინებით არქიტექტურული პროექტების მომზადება.
** სრული არქიტექტურული ნახაზების და დეტალური სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, მომიჯნავე სპეციალისტებთან (ინჟინრები, კონსტრუქტორები, დიზაინერები) მჭიდრო თანამშრომლობით.
** სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა მერიაში - პროექტის ყველა ეტაპზე კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფით.
** მუშა ნახაზების, კვანძებისა და ტექნიკური დეტალების დამუშავება - მაღალი ხარისხის სამშენებლო პროცესის უზრუნველსაყოფად.
** მშენებლობის პროცესის არქიტექტურული ზედამხედველობა - პროექტის შესაბამისობის კონტროლი, პროექტირებიდან შესრულებამდე.
** გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა - ინოვაციური და პრაქტიკული არქიტექტურული გადაწყვეტილებების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით;
** სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** ამ სფეროში კანონით განსაზღვრული ყველა მოქმედი სახელმწიფო დადგენილების ცოდნა, მათ შორის ქალაქ თბილისის არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობის ცოდნა;
** პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCAD, Reviti, 3D Max, Lumioni ფლობა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** Revit-ის სრულყოფილად ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 27 სექტემბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსთრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე