"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N 21, ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი (ყოფილი ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის შენობა);
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, დღის ცვლა 09:00-19:00-მდე, ან საღამოს ცვლა 19:00-23:00 საათი;
** ანაზღაურება - 1000 ლარი (ხელზე ასაღები).
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** უნივერსიტეტის ოთახების, აუდიტორიების, დერეფნების, საპირფარეშოებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება.
** ნარჩენების დროული გატანის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი წესით განთავსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთული სამუშაოს მიმართ მდგრადობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 08 სექტემბერი.
|