Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661397&print=yes&view=jobs
 
რეზერვაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ტურისტული კომპანია
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ტურისტული კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია გულისხმობს სასტუმროებთან კომუნიკაციასა და რეზერვაციების მართვას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

ანაზღაურება:

** პირველი თვე - 120₾
** მეორე და მესამე თვე - 1500₾
** მე-4 თვიდან - 1800₾
** 1 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ - 2000₾

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროებთან კომუნიკაცია ტურისტული ჯგუფებისა და ინდივიდუალური ტურების რეზერვაციებთან დაკავშირებით;
** ნომრების დაჯავშნა, ცვლილებების და გაუქმებების მართვა;
** ფასებისა და შეთავაზებების გადამოწმება და კონტროლი;
** სასტუმროებთან შეთანხმებული პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
** ყველა რეზერვაციის სიზუსტის და დროულობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა (საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე პროგრამებისა და ელ-ფოსტის გამოყენების გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
** პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა;
** გამოცდილება სასტუმროებთან ან ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: akhvledianigiorgi1988@gmail.com

მოხარულები ვიქნებით, გიხილოთ ჩვენ გუნდში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია