დასახელება:
ტურების გამყოლი
|
მომწოდებელი:
ტურისტული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
ტურისტული კომპანია ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს ტურების გამყოლის პოზიციაზე.
გამოცდილება სავალდებულო არ არის, ტრენინგი და გადამზადება ჩატარდება თბილისში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება:
** პირველი თვე - 900₾
** მეორე და მესამე თვე - 1200₾
** მე-4 თვიდან - 1500₾
** 1 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ - 1800₾
ტრენინგი:
** ხანგრძლივობა - 2 კვირა (8 სამუშაო შეხვედრა)
** მოიცავს როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას
ძირითადი მოვალეობები:
** ტურისტებთან სხვადასხვა ტურში მონაწილეობა (გაყოლა) თბილისში და საქართველოს რეგიონებში;
** ისტორიისა და კულტურის შესახებ მოკლე ინფორმაციის მიწოდება (სასწავლო მასალას და ტრენინგს კომპანია უზრუნველყოფს);
** მცირე ჯგუფის ორგანიზება და მათთან კომუნიკაცია;
** პოზიტიური და მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის.
მოთხოვნები:
** ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა (განიხილება მხოლოდ ინგლისურენოვანი ან მხოლოდ რუსულენოვანი კანდიდატები, ორივე ენის ფლობა სავალდებულო არ არის);
** კომუნიკაბელურობა და სტუმართმოყვარეობა;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ ტრენინგსა და გადამზადებას (გამოცდილება საჭირო არ არის);
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას თანამშრომლობის 3 თვის შემდეგ;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** შესაძლებლობას იმოგზაურო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და შეხვდე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV ან მოკლე ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: akhvledianigiorgi1988@gmail.com.
გისურვებთ წარმატებას და მოხარულები ვიქნებით, თუ გახდებით ჩვენი გუნდის ნაწილი!
|
|
|
|