Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661377&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა ონლაინ რეგისტრაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა ონლაინ რეგისტრაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
სილქ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა. სილქ ბანკის ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი.

ჩვენი ბანკის ნებისმიერი მომხმარებელი, მიუხედავად მისი ფინანსური აქტივობისა, ყოველთვის იღებს განსხვავებულ პროდუქტებს, კომფორტულ მომსახურებას, მაღალ საპროცენტო სარგებელს, კომპანიისა თუ პირადი ფინანსური კეთილდღეობის შესაძლებლობას.

შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიური გუნდის ნაწილი!

ვაკანსია: მომხმარებელთა ონლაინ რეგისტრაციის (ონბორდინგის) სპეციალისტი

ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ:

** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან მუშაობა.
** ხარ პასუხისმგებლიანი და შეგიძლია დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობა.
** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია მომხმარებლისთვის რთული პროცესების მარტივად ახსნა.
** შეგიძლია პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა ოპერატიულად.
** ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და მოგწონს სიახლეები.
** სასურველია ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე და კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს საბაზისო დონეზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლების იდენტიფიცირება, რომლებმაც ვერ დაასრულეს რეგისტრაცია აპლიკაციაში.
** მათთან კომუნიკაცია და პრობლემის იდენტიფიცირება (ტექნიკური პრობლემა, ინფორმაციის ნაკლებობა და ა.შ.).
** კითხვების დასმა (რა იყო რეგისტრაციის მიზანი, რა სირთულეს წააწყდნენ და ა.შ.) და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა.
** მიღებული უკუკავშირის დამუშავება და დოკუმენტირება, პროცესების გაუმჯობესების მიზნით.
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში.
** გუნდის წევრებთან და სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა პროცესის გაუმჯობესებისთვის.
** ბექ ოფისის ბაზების დამუშავება, რა დროსაც კლიენტს არ გაეხსნა აპში რეგისტრაციისას ანგარიშები.

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემო.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია