Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661361&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: არტტექსი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია შპს "არტტექსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ კომპანია "არტტექსი", 2005 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით სამშენებლო სფეროში. ინოვაციურმა მიდგომებმა და წლების განმავლობაში განხორციელებულმა არაერთმა პროექტმა შექმნა "არტტექსი", როგორც ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური, სანდო, მზრუნველი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.

2019 წელს რებრენდინგის შემდეგ, ახალი შემადგენლობით გავაგრძელეთ საქმიანობა და მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია სამშენებლო ბაზარზე. დღეს ჩვენს მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2021 წელს მოვიპოვეთ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატი, რომელიც ხაზს უსვამს სანდოობას ხარისხთან მიმართებაში.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ხელოვნების, განათლების, სპორტის განვითარების ხელის შეწყობითა და ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სულხან ცინცაძის N26
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: დაინტერესებული პირის გამოცდილებისა და მხარეთა შეთანხმების მიხედვით

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების, სასესხო ვალდებულებების და ფინანსური იჯარის ოპერაციების დარიცხვის შემოწმება დადგენილი სტანდარტისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი;
** წარმოების ოპერაციების სისწორის კონტროლი;
** ხარჯებისა და მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ოპერაციების სისწორის კონტროლი ფორმა 2-თან მიმართებით
** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე. წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში
** დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა
** საფინანსო ინსტიტუტებთან, სტატისტიკის დეპარტამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია-თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, ბუღალტერიის, ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** სასურველია სამშენებლო სფეროში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (1C)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე 5 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@arttex.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი", გაითვალისწინეთ, რომ 5 სექტემბრის შემდეგ გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია