დასახელება:
ოფისის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ვისტამედი
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების მიღება და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** პაციენტის მიღება შიდა მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** პაციენტების ინფორმირება პროდუქტების, სერვისების/პაკეტების, ფასების შესახებ;
** პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** სატელეფონო ზარების მიღება, გამოძახების ჩანიშვნა;
** ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი);
** დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (უპირატესია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესია).
პიროვნული თვისებები:
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზაციის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.
ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება : "ოფისის ადმინისტრატორი".
|
|
|
|