დასახელება:
ექთან-ფლებოტომისტი
|
მომწოდებელი:
ვისტამედი
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ექთან-ფლებოტომისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტისთვის წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება, როგორც ბინაზე გამოძახებით ასევე, კლინიკაში;
** აღებული მასალის შესაბამის სინჯარაში მოთავსება წესების დაცვით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვენიდან სისხლის აღების გამოცდილება;
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
პიროვნული თვისებები:
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზაციის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:
** ცვლაში (ყოველ მე-4 დღეს 24სთ), სამუშაო საათები: 08:30-08:30.
ან/და
** კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები 08:30-18:00.
** მისამართი: ქ.თბილისი. დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.
** ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება : "ექთან-ფლებოტომისტი".
|
|
|
|