Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: მეგაპრინტი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
სარეკლამო კომპანია "MEGAPRINT" 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ ეტაპზე აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა #9
გრაფიკი: სრული 5/2 (ორშ-პარ 10:00 - 18:00)
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ბეჭდური და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება მომხმარებლის/კომპანიის მოთხოვნის მიხედვით
** საბეჭდი პროდუქციის ფაილების მომზადება და საბეჭდად გაშვება
** დედლაინების დაცვა და სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სტამბის ან სარეკლამო მიმართულებით
** პროგრამები: Adobe Illustrator ან Corel Draw; Adobe Photoshop
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** ორგანიზებული და დისციპლინირებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** ენერგიული და ყურადღებიანი
** პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ შემოსავალს
** უფასო კვებას
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ- ფოსტაზე: megaprint.ge@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია "გრაფიკული დიზაინერის ", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე