Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Be5
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"Be5" არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ეხმარება ბიზნესებს რეპუტაციის მართვაში, რეიტინგის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა ნდობის ამაღლებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან, რათა დავეხმაროთ მათ ბრენდის ციფრულ ზრდაში და იმიჯის გამყარებაში.

ვაკანსიის აღწერა:

ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც შეუძლია სტრატეგიული ხედვითა და კომუნიკაციის მაღალი უნარებით განავითაროს გაყიდვების პროცესი და ხელი შეუწყოს კომპანიის ზრდას.

მოთხოვნები და უნარები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** Microsoft Excel-ის კარგად ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (წერა/კითხვა/მეტყველება)
** სარეკომენდაციო წერილი ბოლო სამუშაო ადგილიდან;
** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები")
** მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან

უპირატესად ჩაითვლება:

** ტელემარკეტინგში გამოცდილება;
** ციფრულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** CRM სისტემების ცოდნა
** კლიენტებზე ორიენტირებული მიდგომა და ანალიტიკური აზროვნება

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და სწრაფად მზარდ გარემოში მუშაობა
** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუს სისტემა შედეგებზე დაყრდნობით
** კარიერული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა
** თანამშრომლობა გამოცდილ და პროგრესულ გუნდთან

სამუშაო განრიგი:

** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

** გადაგზავნე შენი რეზიუმე და სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@trustge.geსათაურში მიუთითე: გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე