Робота для біженців з України
ლოგისტიკური ოპერაციების/პროგრამების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკური ოპერაციების/პროგრამების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბლექ სი დისთრიბუშენი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას  ლოგისტიკური ოპერაციების/პროგრამების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1-2-წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის ან საოპერაციო მხარდაჭერის პოზიციაზე;
** პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ERP სისტემებთან და RS.GE პორტალთან მუშაობაში

ფუნქცია-მოვალეობები:

** ERP სისტემის და დოკუმენტაციის ნაკადის მართვა;
** RS.GE პორტალის მართვა;
** საწყობის მხარდაჭერა;
** დაბრუნების ლოგისტიკის მართვა;
** ოპერაციული მხარდაჭერა და რეპორტინგი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ლოგისტიკური ოპერაციების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე