Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661316&print=yes&view=jobs
 
ოფისის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის კოორდინატორი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ოფისის კოორდინატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების, ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

სამუშაო განაკვეთი: სრული
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია, სოციალურ მეცნიერებებში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** აკადემიური წერის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია კოორდინატორის, ასისტენტის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება;
** პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დაკავშირებული საქმიანობის შესრულება;
** წერილებისა და კორესპონდენციის მომზადება;
** საოფისე საქმიანობის შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების წარმოება;
** ტრენინგების ჩატარების შემთხვევაში საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მიღება.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
** გასაუბრება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი

გასაუბრებები ჩატარდება პარალელურად, საბოლოო კანდიდატის შერჩევამდე განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com

"Subject" ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია