Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661306&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: W8 Shipping
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "LM Alliance", რომელიც არის "W8 Shipping"-ის ექსკლუზიური, ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში, ეძებს მოტივირებულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სოციალურ მედიის მენეჯერს.

"LM Alliance" ასევე წარმოადგენს უმსხვილეს ამერიკულ ავტო აუქციონ "Copart"-ს საქართველოში.

ძირითადი ინფორმაცია:

** მდებარეობა: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** რეგიონული საინფორმაციო და სარეკლამო გარემოს ანალიზი;
** კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის ანალიზი;
** ბრენდის კომუნიკაციისა და პრომოუშენის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ბიუჯეტირებაში მონაწილეობა;
** ბრენდის სწორი პოზიციონირება სოციალურ ქსელებში;
** კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და განთავსება;
** კოპირაითინგი და ტექნიკური დავალებების შედგენა;
** კრეატიული გუნდის (დიზაინერი, ფოტოგრაფი, ვიდეოოპერატორი და სხვა) კოორდინაცია;
** სოციალური მედიისთვის საჭირო ფოტო/ვიდეო კონტენტის დამოუკიდებლად შექმნა;
** რეკლამისა და კონტენტის განთავსების დაგეგმვა;
** ინფლუენსერებთან მუშაობა;
** შესრულებული კამპანიების ანალიზი და ეფექტურობის შეფასება;
** თანამედროვე ტრენდების, სიახლეების, აქტუალური თემების მონიტორინგი და კონტენტში ინტეგრირება;
** საკვანძო მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Digital Marketing/SMM-ში;
** სასურველია გამოცდილება ავტოინდუსტრიაში;
** ფოტო, ვიდეო და გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება ვებ-ანალიტიკაში, კოპირაითინგში;
** stock photo პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება, საჭირო ხარისხიანი კონტენტის სწრაფად მოძიების უნარი, ლიცენზირების ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიის აღება;
** კომუნიკაციის თანამედროვე არხებისა და მეთოდების ღრმა ცოდნა;
** Instagram, Facebook, YouTube, TikTok პლატფორმების პროფესიული ცოდნა;
** Telegram-თან მუშაობის გამოცდილება;
** ვებ ანალიტიკის ცოდნა, საერთო შედეგისა და ეფექტური მოქმედების შეფასება;
** სოციალური ქსელების ავტომატიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა;
** თვითორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდში მუშაობა
** კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემო
** სრული სამედიცინო დაზღვევა

კონკურსის ეტაპი: გასაუბრება

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. ფოსტის მისამართზე: geinfo@w8shippingge.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედიის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია შეაგროვებს და დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით, საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია