Робота для біженців з України
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: სენა ავტო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"სენა ავტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** საერთაშორისო შესყიდვების სრული ციკლის მართვა;
** დოკუმენტაციის მოთხოვნა და დაგეგმილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის დასრულებისთანავე ბუღალტერიაში წარდგენა;
** მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან;
** პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებების, სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი;
** მომწოდებელი კომპანიების პორტფელის კონტროლი, კრედიტორთა აღრიცხვა;
** კომერციული შეკვეთების მიღება დამუშავება და მომწოდებელთან გადაცემა;
** ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** ყოველთვიური / წლიური ანგარიშსწორების გეგმის შედგენა და შემდგომი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ლოჯისტიკის / ფინანსების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება ავტო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@senamotors.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე