Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661219&print=yes&view=jobs
 
ლიმონათისა და ლუდის ჩამომსხმელი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიმონათისა და ლუდის ჩამომსხმელი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ლუდსახარში არგო
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას ლიმონათისა და ლუდის ჩამომსხმელი დანადგარის ოპერატორის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.argo.ge

სტრუქტურული ერთეული - წარმოება
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** ლუდისა და ლიმონათის ჩამომსხმელი ხაზის მართვა და ზედამხედველობა
** ბოთლების, ქილების ან სხვა ტარების სწორად განლაგება ჩამოსხმისთვის
** დანადგარის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
** ხარვეზიანი პროდუქციის იდენტიფიცირება და გამორიცხვა
** სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა წარმოების პროცესში
** ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტირება და შეფუთვასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი
** უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური ან პროფესიული განათლება (სასმელების ტექნოლოგიის მიმართულებით)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** ჩამომსხმელი დანადგარების ტექნიკური მუშაობის საბაზისო დონეზე ცოდნა
** განიხილება დანადგართან მუშაობის სწავლების შესაძლებლობა

უპირატესობად ჩაითვლება:

** ლუდსახარშში ან ლიმონათის საწარმოში მუშაობის გამოცდილება
** ავტომატიზებულ ჩამომსხმელ ხაზებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** კვებას.
** ორგანიზაციის ტრანსპორტით მომსახურებას.

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ჩამომსხმელი დანადგარის ოპერატორი", ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 591700004.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია