Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მთლიანი ობიექტის სისუფთავის უზრუნველყოფა, მათ შორის: მოლარის სამუშაო სივრცის, შოურუმის, მოსაწევი ადგილის, საპირფარეშოს და ა.შ.
** გენერალური დასუფთავების უზრუნველყოფა მენეჯერთან შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მსგავსი მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაციის უნარი

ფილიალის ადგილმდებარეობა:

** ამაღლების ქ.12
** ჭავჭავაძის გამზ. 49დ

საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი + სამგზავრო ბარათი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (შაბათს მოკლე სამუშაო დღე)
დასვენების დღეები: კვირა
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 26 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე