Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: პროფსისტემი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
შპს "პროფსისტემი" - თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო მასალების წარმოება, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში.
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ს სრულყოფილი ცოდნა (აუცილებელია).
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდურად მუშაობისა და დამოუკიდებლად დავალებების შესრულების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა.
** ზოგიერთი საწარმოო პროცესის პირველადი დოკუმენტის მომზადება.
** მთავარი ბუღალტრის დავალებით სხვადასხვა ოპერაციის შესრულება და დოკუმენტაციის მომზადება.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
** პროფესიული ზრდისა და განვითარების მყარ შესაძლებლობას.
** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
** კვებით უზრუნველყოფას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** სამუშაო ადგილი: ჩვენი საწარმო მდებარეობს ქიზიყის ქუჩაზე (აფრიკის დასახლება), რაც მოსახერხებელია კანდიდატებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ან მის ახლოს ცხოვრობენ.
** დისტანციური მუშაობა არ განიხილება.

განაცხადის შეტანა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: ltdkmp@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მთავარი ბუღალტრის თანაშემწე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე