დასახელება:
ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მიჰაუსი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი - კვირაში 40 სამუშაო საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰიპერმარკეტის ტერიტორიის ვიდეომეთვალყურეობა, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება
** ვიდეოჩანაწერებისა და ფოტომასალის აღრიცხვა, თავმოყრა და დაარქივება
** დისციპლინარული და სხვა სახის დარღვევების აღრიცხვა და დაფიქსირება
** კომპანიის ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა,
** დეტალებზე ორიენტირება,
** ორგანიზებულობა,
** სტრესული გარემოების მართვის უნარი,
** შრომისმოყვარე,
** დისციპლინირებული,
** გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|