Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე:

ანაზღაურება: 800 ლარი
სამუშაოს ტიპი: ჰიბრიდული
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაზისუბანი
გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 სთ)

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ ქსელებში მომხმარებლებისგან შემოსულ კითხვებსა და კომენტარებზე პასუხი
** მომხმარებელთა შეკითხვებზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი რეაგირება
** მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და გადამისამართება პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის.
** მომხმარებელთა პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან მათი გადაგზავნა გამოსასწორებლად.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** წერითი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
** დეტალებზე ორიენტირებული
** პრობლემის გადაჭრის უნარი

თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2025 წლის 10 სექტემბრისა აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე