Робота для біженців з України
საწყობის მიმღების ვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მიმღების ვაიზერი
მომწოდებელი: გასგო მოტორსი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
შპს "გასგო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების ვაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისის გეზის მიმდებარე ტერიტორია (ლილო)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (6 დღე სამუშაო, 1 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 2000₾
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას ვაზისუბნიდან/სამგორის მეტროდან.

კომპანიის შესახებ:

შპს "გასგო მოტორსი" არის ავტონაწილების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე. ჩვენ ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ 3000მ²-იან საწყობს, სადაც ინახება 4000-მდე სახეობის პროდუქტი: საქარე მინები, ავტონაწილები, ძარის ნაწილები და სხვა.

ვაკანსიის აღწერა:

საწყობის მიმღების ვაიზერი პასუხისმგებელია საწყობში შემოსული საქონლის მიღებაზე, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმებაზე, ERP/WMS სისტემაში მონაცემების სწორად გატარებაზე და მიღებული პროდუქციის უსაფრთხო განთავსებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლებისგან მიღებული საქონლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება.
** მიღებული საქონლის ERP/WMS სისტემაში გატარება.
** მიღებული პროდუქციის დაზიანებების დაფიქსირება და შესაბამისი ანგარიშგება.
** მიღებული საქონლის სწორად განთავსება საწყობის ზონებში.

მოთხოვნები:

** საწყობის ან ლოჯისტიკის მიმართულებით გამოცდილება.
** ERP/WMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი.
** გუნდში მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: GasgoVacancy@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე