დასახელება:
შეფ ბეიქერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ყვარლის ტბა
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს.
სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს.
თუ ხარ შემოქმედებითი და გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც უყვარს პურ-ფუნთუშეულისა და ტკბილეულის წარმოება, შეუძლია ხარისხიანი პროდუქტების შექმნა საერთაშორისო სტანდარტებით და რომლისთვისაც ხარისხი და ინოვაცია ყოველდღიური სტანდარტია. მაშინ გამოიყენე შანსი და გახდი "ყვარლის ტბის" წარმატებული ისტორიის ნაწილი!
ვაკანსია: შეფ ბეიქერი
სამუშაო ადგილი - ქ. ყვარელი
სამუშაო გრაფიკი - დინამიური ცვლები
ძირითადი მოვალეობები:
** მაღალი ხარისხის პურ-ფუნთუშეულის, დენიშების, კრუასანებისა და მრავალფეროვანი ტკბილეულის წარმოება, რეცეპტების დახვეწა და ახალი იდეების დანერგვა;
** ტრადიციული და თანამედროვე ბეიქერის ტექნოლოგიების გამოყენება მაღალი ხარისხის პროდუქციის შესაქმნელად;
** პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური სტანდარტების კონტროლი;
** ბეიქერის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოს გადანაწილება და ხარისხის კონტროლი;
** ინგრედიენტების მარაგის კონტროლი და დროული შეკვეთა;
** მჭიდრო თანამშრომლობა შეფ-მზარეულთან და F&B დეპარტამენტთან მენიუს განახლებისა და შეთავაზებების შესაქმნელად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შეფ ბეიქერის პოზიციაზე;
** თანამედროვე ბეიქერიის ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ცომის პროცესების ღრმა ცოდნა;
** ლიდერობის უნარი და გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|