Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661178&print=yes&view=jobs
 
IT ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით - ფოთში.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი; 5 სამუშაო დღე)
სამუშაო ადგილი: ფოთი
შრომის ანაზღაურება: 2000 ლარამდე
სამუშაოს ტიპი: არასაოფისე

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** ATM და POS მოწყობილობების დაყენება, კონფიგურაცია და მონტაჟი სხვადასხვა ადგილას.
** სისტემების სწორად დაკავშირება ქსელებთან და ფინანსურ სისტემებთან.
** აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობა, ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება).
** რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება ATM და POS სისტემებზე.
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება (მაგ. კარტის კითხვარები, ფულის გამცემები, პრინტერები, მონიტორები).
** სწრაფად რეაგირება სერვისის მოთხოვნებზე და შეკეთების ჩატარება შეთანხმებულ დროში (SLA).
** უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან.
** სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაშ (ERP), მათ შორის შეკეთების ისტორია და ჩანაცვლებული ნაწილები, ATM/POS სისტემების სტატუსების განახლება.

რას ვითხოვთ:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნას;
** ქსელების საფუძვლების ცოდნას (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნას;
** განათლებას ტექნიკური ან IT მიმართულებით;

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** ყოველთვიურ შემოსავალს 2000 ლარამდე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებას;
** საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის იჯარას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fit pass ბარათი;
** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
** გამოსაცდელი ვადას: 6 თვემდე.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ficZWZK
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია