Робота для біженців з України
ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "დიო" 29 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
"დიო" -ში 2004 წლიდან ISO 9001 -ს ხარისხის მართვის სისტემაა დანერგილი და ფუნქციონირებს წარმატებით.

შპს "დიო" აცხადებს ახალ პოზიციას
ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი.
ექვემდებარება: სასაწყობე მეურნეობის ხელმძღვანელს
სამუშაო განაკვეთი: სრული
სახელფასო ანაზღაურება: გამომუშავებით, ხელზე 1500 ლარი+ ბონუსი

ჩვენთან გელოდებათ:

** 5 დღიანი სამუშაო კვირა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით უზრუნველყოფა
** წახალისების სისტემა
** მეგობრული გუნდი
** კომფორტული სამუშაო გარემო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, ან პროფესიული განათლება შესყიდვების სამშენებლო, არქიტექტურული, საინჟინრო, საქონელმცოდნეობის, ან მონათესავე დარგის მიმართულებით
** აღრიცხვიანობის, კომპ. პროგრამების ცოდნა,
** სასურველია საოფისე პროგრამების, "1C"-ის ცოდნა,
** ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის, მატერიალური აღრიცხვის, ინვენტარიზაციის ჩატარების შესაძლებლობა
** ბ კატეგორიის მართვის მოწმობა და ა/მანქანის მართვის გამოცდილება მინ. 2 წელი

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დროის ეფექტურად მართვა
** დეტალებზე ორიენტირება
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა,
** ინიციატივის გამოვლენა, დამოუკიდებლად მოქმედების უნარი.

თქვენი ძირითადი მოვალეობებია:

** ადგილობრივ ბაზარზე ძირითადი საწარმოო პროდუქციისთვის მასალების შეძენა არსებულ მომწოდებლებთან.
** პერიოდულად მომწოდებლების შერჩევა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და წინასახელშეკრულებო ურთიერთობა.
** ყოველდღიურად შეძენის უზრუნველყოფა/დისტანციურად ან ფიზიკურად.
** განსაზღვრული რაოდენობის მასალების ნედლეულის მიღება მატერიალურ საწყობში, დოკუმენტაციის გაფორმება,
** მიღება-ჩაბარების ოქმების შედგენა და ბუღალტერიაში გადაგზავნა,
** საწყობში მიღებული მასალების დასაწყობება-დალაგების უზრუნველყოფა, პროგრამულად გატარება

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თქვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე სათაურის hr@dio.ge ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება: ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 სექტემბერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება.

შპს "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ, რომ კომპანია "დიო" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.

თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: hr@dio.ge

მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე