Робота для біженців з України
უცხოელი პაციენტების კოორდინატორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უცხოელი პაციენტების კოორდინატორის ასისტენტი
მომწოდებელი: ჩაჩავას კლინიკა
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"ჩაჩავა"-ს კლინიკა აცხადებს ვაკანსიას უცხოელი პაციენტების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.

"ჩაჩავა"-ს კლინიკა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის, ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** ბაკალავრის ხარისხი
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (დამატებით ენის ცოდნა სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი, ენერგიული.
** შეეძლოს გუნდური მუშაობა, კეთილგანწყობილი.

ფუნქცია-მოვალეობები: უცხოელ პაციენტებთან კონტაქტი და მათი კოორდინირება, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული 40 საათი
ანაზღაურება: 1000 ლარი
კონკურსის ეტაპები: სივების მიღება, გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და
თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@chachava.ge

პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩაჩავას კლინიკისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში
გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ
შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით
(შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე.

თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი
დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის
პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ კლინიკამ
შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური
მონაცემების ჩაჩავას კლინიკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით
წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს,

შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე
აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკაში ნებისმიერ პოზიციაზე
თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც
ჩაჩავას კლინიკა-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე