დასახელება:
ვაიზერი
|
მომწოდებელი:
ზღვა ლუდი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 20 მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
"ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზიათა ქსელი "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული განაკვეთი;
სამუშაო საათები: 10:00-19:00სთ;
დასვენების დღეები: შაბათი -კვირა;
ანაზღაურება: 2200-2800 ლარამდე (ფიქსირებული ხელფასი 1800 ლარი + ბონუსი 400-100 ლარამდე)
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; გურამიშვილის გამზირი 17 ბ
ძირითადი მოვალეობები:
** მის დაქვემდებარებაში მყოფი ფილიალის საოპერაციო პროცესების მართვაში მხარდაჭერა
** ჩეკლისტის შევსება;
სავაჭრო წერტილისა და მისი პერსონალის:
- შეფასება
- კონტროლი
** პროდუქციის განლაგების, მარაგების, ასორტიმენტის, საფასარების, ვადების, სააქციო-პრომო თაროების/კუნძულების კონტროლი;
** სავაჭრო წერტილის ექსტერიერის/ინტერიერის, სალაროს ზონის, დახლ მაცივრების, ლუდის სამაცივრე სივრცის, საწყობის, სველი წერტილების, პერსონალის ესტეტიურობის, სისუფთავის შეფასება;
** სავაჭრო წერტილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება- ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს ტექნიკურ სამსახურს;
** შეამოწმოს არის თუ არა ფილიალში ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ბლანკები, ფასმაჩვენებლები, სახარჯი მასალები;
** შეაფასოს პერსონალის მიერ სალაროს აპარატის, პროგრამის, მიტანის სერვისის პროგრამის, ტექნიკური საშუალებების გამოყენების დონე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან ერთად დაგეგმოს და დროში გაწეროს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა;
** სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს გააცნოს: დაგეგმილი აქციები, ცვლილებები, სიახლეები;
** მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის აღწერის პროცესში;
** ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნაში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები და ცოდნა:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** უმაღლესი განათლება;
** რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი ან მოპედი.
უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული;
** აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე staff@zgvaludi.ge 26 სექტემბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|