Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661129&print=yes&view=jobs
 
ინფექციის კონტროლის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფექციის კონტროლის ექთანი
მომწოდებელი: პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამ.დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პოლიტიკის, პროტოკოლებისა და სტანდარტების დაცვა და ზედამხედველობა.
** კლინიკურ განყოფილებებში ჰიგიენური და ასეპტიკური წესების დაცვის მონიტორინგი.
** ინფექციური რისკების იდენტიფიკაცია და მათი შემცირების ღონისძიებების გატარება.
** პერსონალისთვის რეგულარული ტრენინგების, ინსტრუქციებისა და კონსულტაციების ჩატარება.
** ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ანგარიშგება შესაბამის სტრუქტურებთან.
** საავადმყოფო-შიდა ინფექციების შემთხვევების გამოვლენა და ანგარიშგება.
** დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მედდის დიპლომი
** მინიმუმ 1 სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში (სასურველია ინფექციის კონტროლში).
** კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის კარგი უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 26 სექტემბერი.

შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. კანდიდატს აქვს უფლება მოითხოვოს მისი მონაცემების გასწორება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია