დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
4Hospitals
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
დაქვემდებარება: შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
სამუშაოს აღწერილობა:
** ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტების და ინტერესების შესაბამისად;
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
** კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობის ფარგლებში ახალი დამატებითი პირობების მიღება;
** შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი; თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი;
** ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და ხარჯების კონტროლი;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციასთან;
** პერიოდული რეპორტინგის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილება;
** სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენები: ინგლისური/რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, ხოლო დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე. პოზიციის ანაზღაურება შედგება როგორც ფიქსირებული, ასევე საბონუსე კომპონენტებისგან.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@4hs.ge, არაუგვიანეს 2025 წლის 26 სექტემბრისა.
გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში
შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|