დასახელება:
უმცროსი ექთანი
|
მომწოდებელი:
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექთნის პოზიციაზე შემდეგ განყოფილებებში: NICU, ნევროლოგია, თერაპია, კარდიოლოგია, სასტერილიზაციო, ER
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ.
ძირითადი მოვალეობები:
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ექთნის ასისტირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი: ცნობა უნივერსიტეტიდან (მინიმუმ III სემესტრი)
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 26 სექტემბერი.
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. კანდიდატს აქვს უფლება მოითხოვოს მისი მონაცემების გასწორება ან წაშლა.
|
|
|
|