Робота для біженців з України
ინტერნეტ მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერნეტ მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ყავის სახლი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"ყავის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ მაღაზიის გაყიდვების მენეჯერის (CRM და გაყიდვები) თანამდებობაზე.

განიხილებიან კანდიდატები მხოლოდ CRM-ის გამოცდილებით!

ვალდებულებები:

** მუშაობა CRM-ში მომხმარებლის ბაზასთან (შეტანა, სეგმენტაცია, მონაცემების განახლება);
** მომხმარებლების გაყვანა გაყიდვების ავტომატურ გვირაბში: პირველი კონტაქტიდან გარიგების დახურვამდე;
** გაყიდვების გვირაბის, e-mail ის და მესენჯერში ავტომატური შეტყობინებების გამოყენება და გამართვა;
** ძირითადი მეტრიკების კონტროლი და ანალიზი: კონვერსია, LTV, არხების ეფექტიანობა;
** თანამშრომლობა მარკეტინგთან და მხარდაჭერასთან გაყიდვების გაზრდისთვის;
** კომერციული შეთავაზებების, წერილების და მოკლე საკომუნიკაციო სკრიპტების მომზადება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება ონლაინ ან ოფლაინ გაყიდვებში (B2B ან B2C);
** CRM სისტემების ცოდნა;
** გაყიდვების გვირაბის და მომხმარებლის გზის პრინციპების გაგება;
** ბაზისური ცოდნა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით (e-mail, ტარგეტინგი, ჩათბოტები);
** გამართული ზეპირი და წერილობითი მეტყველება, დარწმუნების უნარი.

უპირატესობა ექნება:

** ავტომატური გაყიდვების გვირაბის და მესენჯერთან ინტეგრაციების გამართვის გამოცდილება;
** Google Analytics-ის ან სხვა ანალიტიკური სისტემების ცოდნას;
** კონტენტის მომზადების უნარს (მოკლე ტექსტები, e-mail);
** ინგლისური ენის ცოდნას.

დამატებითი უპირატესობა:

მოხარული ვიქნებით, თუ კანდიდატს აქვს გამოცდილება კომპიუტერულ თამაშებში (სტრატეგიები, სიმულატორები, გუნდური ონლაინ-თამაშები). ასეთი გამოცდილება ეხმარება:

** სტრატეგიული აზროვნების განვითარებაში და მთლიან სურათის ხედვაში;
** გუნდში მუშაობასა და როლების სწორად განაწილებაში;
** სისტემურობის შენარჩუნებასა და პროცესების დასრულების მიყვანაში;
** CRM-ისა და ანალიტიკის ინტერფეისებთან სწრაფ ადაპტაციაში;
** კრეატიული გადაწყვეტილებების პოვნაში არასტანდარტულ სიტუაციებში.

პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება + % გაყიდვებიდან;
** KPI-სა და ბონუსების გამჭვირვალე სისტემა;
** ტრენინგი პროდუქტსა და ინსტრუმენტებზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dimkavageorgia1995@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე