Робота для біженців з України
HoReCa გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას HORECA გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე (სასტუმრო, კაფე, ბარი, რესტორანი), თბილისში.

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს "Max Power-ის " და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ჰორეკა მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამუშაო გეგმის შედგენა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ჰორეკა მიმართულებით გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი (აუცილებელია);
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** საწვავი;
** კორპორატიული SIM ბარათი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი.

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელფოსტის სათაურში ("subject"-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება - " HORECA გაყიდვების წარმომადგენელი". მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 26/09/2025 წ.

კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე