დასახელება:
ინსტალატორი
|
მომწოდებელი:
Digital TV
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე რაჭაში.
"DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟი
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება
სამუშაო რეგიონები: ამბროლაური, ონი, (საჭიროების შემთხვევაში ცაგერი, ლენტეხი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
ბენეფიტები კომპანიისგან:
** ავტომობილის დაზღვევა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
** საწვავით უზრუნველყოფა
** ავტომობილის ცვეთის ხარჯი
** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში დაახლოებით 1600 ლარიდან)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge
დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება - "ინსტალატორი რაჭაში".
|
|
|
|