Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=661093&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
შპს მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის სამთვიან სტაჟირებაზე. სტაჟირების დასრულების შემდეგ, გაიცემა სტაჟირების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი. წარმატებული გაყიდვის შემთხვევაში, ბონუსი.

დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის სამთვიანი სტაჟირება

კომპანიის შესახებ:

მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია არის ციფრული ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა ანალიზში. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა ბუნებრივი ენის მანქანური დამუშავება. მანქანური სწავლების გამოყენებით (კერძოდ, ე.წ. "ღრმა სწავლებით"), ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ტექსტის მეტყველებად გარდაქმნა, მეტყველების ტექსტად გარდაქმნა, ტექსტის ოპტიკური ამოცნობა, მართლწერის შემოწმება, სენტიმენტ ანალიზი და სხვები. ენობრივი ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენი პროდუქტები ენაგრამის ბრენდის სახელით ვრცელდება და განთავსებულია https://enagram.ai/ ვებსაიტზე,
ჩვენი ექსპერტიზა ასევე მოიცავს API-ების, მობილური აპლიკაციების, ბრაუზერის გაფართოებების, ოფისის ჩანართების და "რესფონსივ/ადაპტირებადი" ვებსაიტების შექმნას. ჩვენ ფოკუსირებული ვართ მცირე ციფრული რესურსების მქონე ენებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტების შექმნაში შეზღუდული მონაცემების პირობებში.

ჩვენი პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს წვდომას ენის მოდელების დიდ კოლექციაზე, რომელიც განთავსებულია ერთ, ცენტრალიზებულ ჰაბში, სახელწოდებით ენაგრამი, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მხედველობა და სმენადაქვეითებულთა საჭიროებების დაკმაყოფილებას. ენაგრამი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად შექმნან პროფესიონალური დოკუმენტები და ეფექტურად გამოიყენონ ციფრული მონაცემები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა გაზარდონ თავიანთი პროდუქტიულობა.

ენაგრამის ვებსაიტის გარდა, ჩვენს მიერ შექმნილი ხელსაწყოები ადვილად ინსტალირდება როგორც ბრაუზერის გაფართოებები და საოფისე აპლიკაციების ჩანართები. ჩვენი პროდუქტები დეტალურად შესწავლილი და აღიარებულია Apple-ის, Google-ისა და Microsoft-ის მიერ, რაც ხაზს უსვამს ჩვენი შეთავაზებების საიმედოობასა და მდგრადობას. ჩვენი პროდუქტები განთავსებულია ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Google Play Store და Apple Store, რისთვისაც მათ გაიარეს ამომწურავი შემოწმება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ხარისხისა და კონფიდენციალურობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა. წლების განმავლობაში, ჩვენ შევიძინეთ გამოცდილება სხვადასხვა წყაროდან მონაცემების შეგროვების, გაწმენდისა და დამუშავების სფეროში. ხარჯების მინიმიზაციისთვის, ჩვენ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა: გვაქვს საკუთარი სერვერები და ამასთანავე ვიყენებთ ღრუბლოვან მომსახურებებს.

პირობები:

** სამუშაო შესასრულებელია დისტანციურად
** შეგიძლიათ წინასწარ შეგვითანხმოთ კვირაში რამდენი საათის დათმობას შეძლებთ სამუშაოსთვის.

სამუშაოს აღწერილობა:

** კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება
** წარმატებული გაყიდვის შემთხვევაში, ბონუსი

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: hr@enagramm.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია