Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: Dipstrip
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"დიფსტრიპი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს თანამდებობაზე.

დიფსტრიპის მთავარი კონცეფცია წვნიანი და ხრაშუნა ქათამია, რაზეც აწყობილია მთლიანი მენიუ. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალებით. მაქსიმალური ღიაობა გვაქვს ექსპერიმენტებისთვის.

ობიექტი მდებარეობს ქავთარაძის 33, მეტროდან 5-7 წუთის სავალზე.

ჩვენი სამზარეულო მუშაობს Wolt, Glovo და Bolt Food-ზე ან გატანით.

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის, მზა პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების შენახვა/დასაწყობების სტანდარტების კონტროლი.
** მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება რეცეფტის, კალკულაციის და დადგენილი სტანდარტებით მიხედვით.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, კონტროლი და პრობლემების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება.
** მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება.
** გუნდური მუშაობის უნარი.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინირებული და პასუხისმგებლობიანი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპანიის პროდუქციაზე სპეციალურ ფასდაკლებას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებას;
** ტრენინგებს და პროფესიული ზრდის საშუალებას;

გრაფიკი: 2/2, 10:00-დან დილის სმენა.

Instagram: https://www.instagram.com/dipstrip_/
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61559055137483

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: dipstrip0@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე